|
2015-10-02 11:01:18, 932 ნახვა
სხვადასხვა
ფოთის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ავტოავარიისას დაზიანებული მედპერსონალი მოინახულეს
ზაფხულში,გრიგოლეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა -ექიმმა მანანა ლომაძემ, მედდამ- ნანული ბებიამ და ავტომანქანის მძღოლმა დავით ჯანაშიამ სხეულის დაზიანებები მიიღეს. ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ავტოავარიაში მოყოლილმა ფოთელმა მედპერსონალი სარებილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ , საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ, ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ და ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა კესო გელენიძემ ექიმი-მანანა ლომაძე, მედდა-ნანული ბებია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მძღოლი დავით ჯანაშია საცხოვრებელ სახლებში მოინახულეს. სამივე მედიცინის მუშაკს ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)