10:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 09:15:59, 6523 ნახვა

სხვადასხვა
გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ქეთევან დედოფლის გამზირზე ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე ჩატარდა.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო.

„გზების მორეცხვის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები ამჯერად, ქეთევან დედოფლის გამზირზე ჩატარდა. მოირეცხა როგორც სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ნაგავშემკრები კონტეინერები. სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics