2020-04-25 10:45:30, 7953 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ19-ით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა, აგრესიული კვლევის შედეგია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ19-ით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა, აგრესიული კვლევის შედეგია.
მისი თქმით, გუშინ კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლნისის ყველა კონტაქტი გამოიკვლიეს.
„გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და გახდა 456 დადასტურებული შემთხვევა. ჯამში 18 ახალი გამოჯანმრთელებული ადამიანია.
გუშინდელი დღე იყო, როდესაც ჩატარდა ასეთი დიდი რაოდენობის კვლევა ქვეყნის მასშტაბით, ეს იყოს აგრესიული კვლევის შედეგი და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ეს 25 ახალი შემთხვევა ჯამური მონაცემების შედეგია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან