2020-04-24 13:43:49, 15749 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
მანვე აღნიშნა, რომ ჯამში მათ კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.
„ამ ეტაპზე ჩვენ კლინიკაში მოთავსებულია 63 პაციენტი. ჩვენთან იყო 40 კოვიდით დაინფიცირებული პაციენტი. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ის დღეს დატოვებს კლინიკას.
რეტესტირებაზე გაგზავნილია ერთი პაციენტის ნიმუში. ამ 39 დარჩენილი პაციენტიდან ორის მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო.
დანარჩენი ყველა იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით 13 ტესტის პასუხს სტაციონარიდან და 9-ს პასუხს საკარანტინე სივრციდან“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან