2020-04-24 12:52:14, 13993 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 26 პაციენტის პასუხი უარყოფითია, 4 პაციენტის პასუხი კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 30 კვლევიდან 26-ის პასუხი უარყოფითია.
მისი თქმით, 4 პაციენტის ტესტის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
„ამჟამად კლინიკაში იმყოფება 54 პაციენტი. გუშინ ჩატარდა კვლევა 30 პაციენტზე და მათგან 26 უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 შემთხვევაზე კვლევა გრძელდება და მათი პასუხი დღეს იქნება ცნობილი. დაწყებულია პაციენტების კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში გადაყვანა. ღამით 5 პაციენტი გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი პაციენტები დღის განმავლობაში გადავლენ. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ბოლო 4 დღეა, ჩვენს კლინიკაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი არცერთ პაციენტს აქვს“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,