2026-04-16 11:07:05, 1176 ნახვა
სამართალი
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1996 წელს დაბადებულ ვ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,