10:23 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 16:44:19, 1209 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთმა, შესაძლოა, ახალი კვაზივალუტა გამოუშვას

გაზეთ „ლა ლიბრე ბელგიკეს“ ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ, შესაძლოა ახალი ვალუტა, ანუ ვალის გადახდის აღმნიშვნელი სპეციალური კუპიურები  IOU („I owe you”) გამოუშვას.

„საბერძნეთი აღნიშნულ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი ქვეყანას ევროს მიწოდებას შეუწყვეტს“, - ნათქვამია სტატიაში.

IOU მთავრობას საშუალებას მისცემს, ვალი გადაუხადოს პენსიონერებს და მომსახურე პერსონალს, რომელსაც ქვეყნის ენერგორესურსებით მომარაგება ევალება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კვაზივალუტის ამოქმედება დაეხმარება საბერძნეთს უზარმაზარი ვალების დაგროვებით შექმნილი კრიზისის დაძლევაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობა კვაზივალუტის გადაცვლას ევროში დაწესებული კურსის შესაბამისად შეძლებს, რამაც შესაძლოა იმპორტულ საქონელზე ფასების ზრდა გამოიწვიოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics