14:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:46:51, 1406 ნახვა

სამართალი კომენტარი
რჩეულიშვილი: 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი

30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ „ცენტრ პოინტის“ კუთვნილი თანხა დააბრუნოს, ქონების წართმევა ხდება. რჩეულიშვილის მიმდინარე მოვლენებს ქონების გადანაწილების პროცესს უკავშირებს.

"ასე მოხდა წინა არჩევნებზე და იგივე ხდება დღესაც. არჩევნებზე აღარ უნდათ, რომ ფული დაგვიბრუნონ, რომელიც გვეკუთვნის", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობას 50 მილიონი მართებს, რომლის 5% კი, სულ დაამთავრებდა ამ პრობლემას.

„10 მილიონი დოლარი, რომელიც მართებს ფინანსთა სამინისტროს ჩვენი, ზედმეტი გადასახადის სახით რომ დაგვიბრუნონ, სულ ააშენებდა ყველა ამ ადამიანის სახლს. იმის მაგივრად რომ ეს ფული დაგვიბრუნონ, ხდება ქონების წართმევა. ცდილობენ, რომ დაამძიმონ სიტუაცია და მაიას ათქმევინონ უარი ქონებაზე. ჩვენ 95% ვალდებულებები შევასრულეთ მაშინ,  როცა 70% ცუდი გადამხდელი გვყავს, მთავრობას კი ჩვენი 50 მილიონი მართებს, რომლის 5% კი სულ დაამთავრებდა ამ პრობლემას. ამას ციფრებით დავამტკიცებ ყველა უწყებაში. ეს იცის პროკურატურამაც და ამიტომაც ცდილობენ გუკას დაჭერას, რომ ქონებაზე უარი ათქმევინონ. თუ არ არის პოლიტიკური 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი",- განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics