06:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 13:55:01, 839 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძე გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში" გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ,,აჭარის საბადო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის" პროექტი განიხილეს.

აჭარის მთავრობის  პრესსამსახურის  ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

მათივე ინფორმაციით,  პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აჭარის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და მუნიციპალიტეტის გამგებლები ჩაერთვნენ.

გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ჩატარებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია პროექტის პირველი და მეორე ფაზა, რომელიც ჩატარებული სამუშაოების პარალელურად ითვალისწინებს არსებული დოკუმენტის დეტალურ განხილვას.

 ანგარიშში ასახულია აჭარაში არსებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. სისტემის სხვადასხვა კრიტერიუმისა და ფილტრების გამოყენებით აჭარის რუკაზე მონაცემების ვიზუალიზაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში კომპანიის ოპერირების გამარტივების მიზნით, ბათუმმა და ხუთმა მუნიციპალიტეტმა ხელი უნდა მოაწერონ მართვის კონტრაქტს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. დოკუმენტის მიხედვით კომპანია ექსპლუატაციას გაუწევს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს, ასევე ლოკალური სერვისცენტრების მეშვეობით განახორციელებს სამომავლო ინვესტიციების დაგეგმარებას, რაიონების მიხედვით სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრას და სხვადასხვა პროექტების იმპლემენტაციას.

სამუშაოების მონიტორინგს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით , საკონსულტაციო კომპანია  (IGR AG)  გერმანიის განვითარების ბანკის (KFW)   დაფინანსებით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics