23:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 16:46:25, 1576 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" თავჯდომარე ირაკლი ალასანია პარტიის სახელით, "Charlie Hebdo"-ს რედაქციაზე  მომხდარი თავდასხმის შედეგად  დაღუპული ჟურნალისტებისა და სამართალდამცველების ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას სამძიმარს უცხადებს.
"ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს მისი ყველა გამოვლინებით. "Charlie Hebdo" რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო. ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია. ქართველი ხალხი, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, ისევე როგორც ჩვენი სამხედროები საერთაშორისო მისიებში.კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს",-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა. ცნობილია, რომ  ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics