2016-05-18 15:32:05, 935 ნახვა
სხვადასხვა
ამერიკელი მეცნიერების აზრით, გენმოდიფიცირებული საკვები უსაფრთხოა
წამყვანი ამერიკელი მეცნიერების აზრით, გენმოდიფიცირებული პროდუქტი უსაფრთხოა, - ამის შესახებ გამოცება The Telegraph იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის საინჟინრო და სამედიცინო კომიტეტის წევრები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითად აისახება.
ცნობისთვის, მეცნიერები ეყრდნობიან ბოლო 20 წლის მანძილზე გაკეთებულ 900-ზე მეტ კვლევასა და პუბლიკაციას.
აშშ-ის მთავრობის მრჩეველთა ორგანოში, რომელშიც 300-ზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატია გაწევრიანებული. აცხადებენ, რომ კომიტეტმა იმის მტკიცებულება ვერ გამოავლინა, რომ გენეტიკური ტექნოლოგიებით მოყვანილ პროდუქტს გვერდითი მოვლენები გააჩნია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან