23:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 10:43:26, 1450 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

"ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას",-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და განსაცდელის ამ მძიმე ჟამს ​საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას უცხადებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics