23:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 16:21:53, 1713 ნახვა

სამხედრო
ბურჭულაძე - ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით

თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ამ მიმართულებების გაძლიერების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ და ვგეგმავთ უახლოეს მომავალში შესყიდული და შემოტანილი მრავალფუნქციური სარადარო სისტემების შეძენას. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულებები რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემების შეძენაზე,“ - განცხადა მან და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ძალებს ეფექტიანი და საკმარისი უპილოტო საფრენი აპარატები და ანტიდრონული საშუალებები გააჩნდეს.

გარდა ამისა, მინისტრმა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების პროექტზეც ისაუბრა.

„ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური პროექტია დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ პოლონურ კომპანიასთან ერთად შევქმენით ერთობლივი საწარმო. ჩვენ მივყვებით გეგმა-გრაფიკს, რაც დავისახეთ მიზნად. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ გვექნება ეროვნული წარმოების დრონები, შექმნილი „დელტას“ მიერ, „დელტა-ვებეს“ ბაზაზე. დამატებით მინდა გითხრათ, რომ დრონების ეროვნული წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი ქვეყნების მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას,“ - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა საინჟინრო საშუალებების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გერმანული გრანტისა და ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დახმარების ფარგლებში, დაწყებულია ღონისძიებები მსუბუქი, მაღალი გამავლობის, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics