04:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 15:32:41, 595 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებებია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს  არჩევით საგნად სამოქალაქო განათლება დაემატა. 

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ. ესენია : ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა. 

არჩევით საგნებს შორის არის : ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. 

აქვე აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება ეხება გეოგრაფიის გამოცდას, რომელიც 3 საათის ნაცვლად 2.30 სააათი გაგრძელდება. მაქსიმალური ქულა კი, 70–ის ნაცვლად, 60 იქნება.  ამასთან, ისტორიის ტესტი 80–ის ნაცვლად 70 ქულიანი იქნება, თუმცა გამოცდის დრო არ შეიცვლება.  

უცხოური ენის გამოცდაზე  მოსმენის ნაწილში მოცემული იქნება 10 დავალება ნაცვლად 8–ისა. გამოცდაზე 15–16 წუთი გამოყოფილი იქნება იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს მოცემული დავალება. 8–ე დავალება (გრამატიკა) შემცირდა და 14 საკითხის ნაცვლად იქნება 12.  

გარკვეული ცვლილებები შეტანილია ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაშიც. 2015 წელს აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტში მიეწოდებათ ღია შეკითხვა, რომელზედაც პასუხი მოკლედ და ამომწურავად უნდა გასცენ.

ამასთან, როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს კონკურსს. ადგილების რაოდენობაც გაიზარდა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ყველა მათგანი შეივსება. 

„64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს კონკურსს. საკონკურსო ადგილების რაოდენობა 44 635 –მდე გაიზარდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანი შეივსება“, – განაცხადა მიმინოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics