2015-02-06 12:10:58, 667 ნახვა
საზოგადოება
მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება
მსუბუქი ავტომობილები 2 წელიწადში სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარებიან.
ცვლილებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
2017 წლის 31 დეკემბრამდე მსუბუქ ავტომობილებისთვის პერიოდული ტესტირების გავლა ნებაყოფლობითი იქნება.
ამასთან, პროექტის თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრამდე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა 3 500 კგ–ს აღემატება. ასევე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8–ს აღემატება.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან