2022-09-26 14:31:48, 1767 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა
თადაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა.
წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა მოახდინა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.
საველე წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა