2015-01-07 16:56:45, 2088 ნახვა
მსოფლიო
პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.
ცნობილია, რომ ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
მოგვიანებით შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდმა მივიდა.
პრეზიდენტმა მომხდარს „საფრანგეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი“ უწოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან