2024-12-19 10:01:02, 2540 ნახვა
სპეციალური ანონსი
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება
დღეს, 19 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება.
უწყვეტი პროტესტის 22-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება.
გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს:
10:00 - გააგონე მშობლების ხმა - განათლების სამინისტროსთან;
13:00 - გაფიცვა;
18:00 - გურულების მარში - ევროპის მოედნიდან პარლამენტამდე;
19:00 - აქცია პარლამენტთან;
19:00 - ქართველი გეიმერები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - მეტრო რუსთაველი;
19:30 - კალათბურთის მოყვარულებისა და კალათბურთელების მარში - რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე;
20:00 - ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარში - მეტრო რუსთაველიდან პარლამენტამდე
თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,