10:00 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 17:11:57, 1212 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობაში თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ტრენინგი გაიმართა

ზუგდიდის გამგეობაში გავრცელებული თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ფერმერების ინფორმირებისთის ტრენინგი გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონაური სამმართველოს მოწვევით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი - ზურაბ ხიდეშელი და მეცნიერ თანამშრომლები - მანანა კერესელიძე და შაქრო ყანჩაველი სტუმრობდნენ.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი მუნიციპალიტეტში გავრცელებული თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ფერმერების ინფორმირება იყო. შეხვედრაზე თხილის მავნებელ დაავადებებზე და მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ხიდეშელმა დამსწრეებს თხილის გავრცელებულ დაავადებებზე, თხილის კვირტის ტკიპა, თხილის შავი ხარაბუზა, თხილის ქერქიჭამია, თხილის ცხვირგრძელა, თხილის ნაცარი, თხილის ხავსებსა და მღიერებზე, დაავადების გავრცელების მასშტაბებსა და მათთან ბრძოლის გზებზე ინფორმაცია მიაწოდა.

კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა იმ ფიტოსანიტარულ მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც თხილნარებშია შექმნილი და პირველ რიგში დამსწრეებს მათი მოგვარების აუცილებლობისკენ მოუწოდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics