15:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 12:07:42, 3637 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებულებს დადებითი კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლები აქვთ

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს დადებითი კლინიკურ-ლაბორატორიული  მაჩვენებლები აქვთ - ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი,ლევან ჩიტაურმა ისაუბრა. 


მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 9 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდა.


"ვინაიდან ჩვენი კლინიკა ერთადერთი მულტი პროფილური კლინიკაა, გადავკეთდით კოვიდ-19 თან ბრძოლის ცენტრად. ჩვენთან შეგვიძლია ყვენაირი მძიმე პაციენტის მიღება თუ ეს ქვეყანას დასჭირდა გვყავს ასევე მეან-გინეკოლოგი. 


გუშინ მივიღეთ 52 საეჭვო შემთხვევა, ტესტები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში , ჯერ-ჯერობით ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება ძველი პაციენტების  2 პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, ჩატარებული მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. 
პირველი ქალბატონი, რომელიც შემოყვანილი იყო მძიმე  სომატური პათოლოგიებით, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, კლინიკურ-ლაბორატორიულ მაჩვენებლებში დადებითი დინამიკაა.


რაც შეეხება მეორე ქალბატონის მდგომარეობას, ბოლო 24 საათის განმავლობაში მას არ ჰქონია ცხელება,მისიი განწყოპბაც ბევრად უკეთესია, კლინიკური სიმფტომატიკა აქაც დადებითი დინამიკით ხასიათდება.


რაც შეეხება შუახნის მამაკაცს, მისი მდგომარეობა კლინიკური ფორმით იყო გამოხადტული. დღეის მონაცემებით ჩივილები და ტემპერატურა არ ჰქონია.


ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს დადებითი კლინიკურ-ლაბორატორიული  მაჩვენებლები აქვთ.


ამ ეტაპსე სულ 80 პაციენტი გვყავს, გაგვზავნილი 9 ტესტირება და ველოდებით პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდა, დანარჩენი ტესტირებები ეტაპობრივად გაიგზავნება ლაბორატორიაში", - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics