|
2015-01-20 12:48:01, 674 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი: მამა ილია კარტოზიას სახით, საქართველოს წმინდანთა ზეცას კიდევ ერთი ადამიანი შეემატა
მამა ილია კარტოზიას სახით, საქართველოს წმინდანთა ზეცას კიდევ ერთი ადამიანი შეემატა,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრმა სოზარ სუბარმა სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც მამა ილია კარტოზიას ცხედარია დასვენებული. "მამა ილია კარტოზია არის მაგალითი, რომელმაც თავისი სიცოცხლით აჩვენა როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მწყემსი, რომელმაც თავისი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაწირა.მისი სახით საქართველოს წმინდანთა ზეცას კიდევ ერთი ადამიანი შეემატა, რომელიც იქედანაც შეეწევა ჩვენს ქვეყანას",-განაცხადა სოზარ სუბარმა. წირვის დასრულების შემდეგ, მამა ილია კარტოზიას დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში დაკრძალავენ, სადაც ის მსახურობდა. შეგახსენებთ, ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მამა ილია კი, ზღვაში დაიხრჩო. მან ბორანზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)