00:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 14:07:40, 1174 ნახვა

სხვადასხვა
გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ჩინეთმა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადა

ჩინეთმა  საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადა. საგაგნგებო მდგომარეობა შეეხება ჩინეთის 25 პროვინციას, მუნიციპალიტეტსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, რომელთა საერთო მოსახლეობა 1,2 მილიარდზე მეტი ადამიანია.

კერძოდ, საქალაქო და პროვინციული მთავრობები ერთიმეორის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს, რომ „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დანერგილიყო  რეაგირების უმაღლესი დონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ გადაუდებელ სიტუაციებზე“.

აღნიშნულია, რომ რეაგირების ეს დონე გამოცხადებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვასთან დაკავშირებული განსაკუთრებით დიდი გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში. იგი ითვალისწინებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რეაგირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს და ცენტრალიზებული შტაბის გეგმის მიხედვით.

ამრიგად, ჰუბეის პროვინცია, სადაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია დაიხურა - ქალაქი ვუჰანი, იყო პირველი, ვინც გამოაცხადა რეაგირების უმაღლესი დონე. შემდეგ ცენტრალურმა ქალაქებმა პეკინმა, შანხაიმ, ჩონკინგი და ტიანჯინი გამოაცხადეს მსგავსი ღონისძიება.

23 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით საავადმყოფოებიდან შეგროვებული რესპირატორული ნიმუშები დადებითი იყო გრიპის ვირუსზე, ადამიანის მეტაპნევმოვირუსზე და რინოვირუსზე. ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ადმინისტრაცია იტყობინება.

კვლევამ აჩვენა, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებები ამჟამად აქტიურად ვრცელდება ქვეყანაში. კერძოდ, მეტაპნევმოვირუსის სიხშირე მატულობს 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რაც ყველაზე მეტად არის გამოხატული ჩრდილოეთ პროვინციებში.

Independent ადრე წერდა, რომ ჩინეთი განიცდის რესპირატორული ვირუსის შემთხვევების ზრდას, რამაც გამოიწვია საავადმყოფოების გადატვირთულობა. ამ ზამთარში, ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში, განსაკუთრებით გავრცელდა ბავშვებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics