12:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 18:17:17, 1303 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ინტერნეტ ბანკის გათამაშების სუპერ პრიზის მფლობელი 10,000 ლარით დააჯილდოვა

„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკის გათამაშების მთავარი პრიზის,  10 000 ლარის მფლობელი 30 წლის  ლაშა ჯინჭარაძე გახდა. 

სუპერ პრიზის გარდა „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ ბანკის გათამაშებაში apple-ის პროდუქცია,  iPhone6, iPad mini2, MacBook Pro და ასევე სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზები გათამაშდა.

„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკის გათამაშების ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა  ბანკის  80 000  მდე მომხმარებელმა მიიღო.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკის აქცია სამი  თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხმარებლები, რომლებმაც  1 ოქტომბრიდან  31  დეკემბრის ჩათვლით „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილბანკით განახორციელეს ტრანზაქციები, ავტომატურად ერთვებოდნენ აქციაში და  აგროვებდნენ გათამაშების ბილეთებს.  

გათამაშება  სამ ეტაპად ჩატარდა და სხვადახვა პრიზებით  300 გამარჯვებული დაჯილდოვდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics