19:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 09:38:23, 828 ნახვა

სამხედრო
ანდრია გოცირიძე გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი დაესწრო.

უწყების ცნობით, ანდრია გოცირიძემ გენერალური შტაბის წარმომადგენლებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს როლსა და ფუნქციებზე პრეზენტაცია წარუდგინა. ბიუროს დირექტორმა საქართველოში და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სხვადასხვა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეროვნული სისტემა გააცნო. ანდრია გოცირიძემ თავდაცვის უწყებაში კიბერუსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და გენერალურ შტაბთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ანდრია გოცირიძემ სამხედრო მოსამსახურეების კითხვებს უპასუხა. როგორც გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში გენერალური შტაბი და კიბერუსაფრთხოების ბიურო ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ. გაძლიერდება კიბერელემენტების ჩართულობა სამხედრო წვრთნებში.

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. გასულ წელს საქართველოს თავდაცვის სამინიტროში გადაწყვეტილების მიმღებმა საბჭომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics