03:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 09:39:08, 3883 ნახვა

High - Tech
რა პრობლემების წინაშე დადგება კაცობრიობა ნობელის ლაურეატების აზრით

ბრიტანულმა მეცნიერულმა ჟურნალმა "Times Higher Education"-მა ქიმიაში, ფიზიკაში, მედიცინაში და ეკონომიკაში მოღვაწე ნობელის პრემიის 50 ლაურეატს ერთი კითხვით მიმართა : 

"რა არის თანამედროვე კაცობრიობის უმთავრესი პრობლემა და რომელი  გლობალური გამოწვევების წინ ვდგავართ დღეს?"

გამოკითხულთა 34 პროცენტი (უმეტესობა) თვლის, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანების პოპულაციის ზრდასა და გლობალურ ცვლილებებში (დათბობა) მდგომარეობს. მეცნიერების 23 პროცენტის აზრით კაცობრიობას ყველაზე მეტად ატომური ომის საშიშროება ემუქრება. 8 პროცენტმა კი, ინფექციური შტაბები და დაავადებების უკონტროლობა დაასახელა.

2 თვის წინ იგივე მიზნობრივ აუდიტორიაში კითხვა: "თვლით, თუ არა, რომ უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტზე უფრო დახვეწილი გახდება?" ჟურნალმა შემდეგი პასუხები მიიღო: 24 პროცენტი (უმეტესომა) თვლის, რომ ეს არ მოხდება, 2 პროცენტი (1 ადამიანი) თვლის, რომ ეს ნამდვილად მოხდება და კიდევ ერთი ადამიანის მტკიცებით ხელოვნურ ინტელექტს წარმოსახვის უნარს ვერასდროს შესძენენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics