10:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-01 14:24:00, 1382 ნახვა

პოლიტიკა
IDF: ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, მათმა სამხედრო ავიაციამ ირანის დედაქალაქ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო.

IDF-ში აცხადებენ, რომ სამხედრო ავიაციის სამიზნეები ირანის რეჟიმის ობიექტებია.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ კვირას დილას განხორციელებული ახალი საჰაერო იერიშის ტალღის ფარგლებში, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, სულ მცირე, 30 ობიექტი დაბომბეს.

IDF-ში აცხადებენ, რომ დარტყმების სამიზნე იყო - "საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები დანადგარები, რეჟიმთან დაკავშირებულ ობიექტები და სამხედრო სარდლობის ცენტრები".

ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს.

28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა - ამჟამინდელი მონაცემებით, მოკლულია აიათოლა ალი ხამენეი, ასევე, მისი ნათესავები, ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა".

თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში.

თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics