23:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 12:03:33, 1708 ნახვა

კომენტარი
კალაძე გერმასნიის ელჩზე - ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა.

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში პირდაპირ ერევა და საზოგადოების დაპირისპირებასა და გახლეჩაშია ჩართული.

ამის შესახებ მერმა გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს. ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ძალიან მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა  ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. გავიხსენოთ ასევე საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს გასცა შესაბამისი პასუხი - ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics