12:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 17:30:44, 1362 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში სატვირთო მანქანების გადაადგილებიდან მიღებული შემოსავლები მცირდება

საქართველოში მისაბმელიანი ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლები კვლავ მცირდება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის გზებზე 277,058 სატვირთო მანქანა (უცხოეთში რეგისტრირებული) იმოძრავა და მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა 96,970 მილიონი ლარი იყო.

წლიურ მაჩვენებელზე, ბიუჯეტში გადახდილი „საგზაო გადასახადი“ 5,8 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ წელს საქართველოს გზებზე თითქმის 17,000-ით ნაკლები მისაბმელი იმოძრავა.

ქვეყნის გზებზე მგზავრობის საფასური წლების მიხედვით:

2025 წლის ივლისი - 96,97 მილიონი ლარი
2024 წლის ივლისი - 102,82 მილიონი ლარი
2023 წლის ივლისი - 101,91 მილიონი ლარი
მხოლოდ ივლისში, საქართველოში 39,770 მისაბმელი იმოძრავა და ბიუჯეტში 13,9 მილიონი ლარი გადაიხდა.

ქვეყნის გადაკვეთის ნებართვისთვის თითოეული სატრანზიტო მისაბმელისთვის 350 ლარის ოდენობის საგზაო გადასახადია დაწესებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics