23:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 10:45:49, 7262 ნახვა

სხვადასხვა
სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 16 000 ფრენა გაუქმდა: ექსტრემალური სიცივის ტალღამ აშშ მოიცვა

ექსტრემალურმა სიცივემ აშშ-ში სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა და ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. დაახლოებით მილიონი მცხოვრები, ძირითადად სამხრეთში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ელექტროგადამცემი ხაზების მოყინვისა და კომუნალური ბოძების ჩამოვარდნის გამო.

ქვეყნის მასშტაბით 16 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ძირითადი აეროპორტები დროებით დაიხურა, სკოლები და უნივერსიტეტები კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სულ მცირე 12 შტატში.

გარდა ამისა, ძლიერი თოვლის ქარბუქის დროს, კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა მენის შტატის ბენგორის აეროპორტიდან აფრენისას. CNN იუწყება, რომ ბორტზე მყოფი რვა ადამიანის (სავარაუდოდ, ეკიპაჟის სამი წევრი და ხუთი მგზავრი) მდგომარეობა ჯერ კიდევ უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics