19:22 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 20:30:23, 1083 ნახვა

პოლიტიკა
იურისტმა შსს-ში 46 აქციის შესახებ გაფრთხილება დაარეგისტრირა, იურისტები ყოველდღე განაცხადს დაარეგისტრირებენ

იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა 46 სხვადასხვა აქციის შესახებ შსს-ში განცხადება დაარეგისტრირა. 46-ვე აქციის ორგანიზატორი თავადაა.

ამით სურს აჩვენოს, რომ უწყებას გაუჭირდება იმ კანონის აღსრულება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2-დღეში მიიღო.

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, დღეს, 12 დეკემბერს დაარეგისტრირა განცხადებები, რომლებიც ეხება 5 დღის შემდეგ, 17 დეკემბერს გასამართი აქციების შესახებ უწყების ინფორმირებას. განცხადებების მიხედვით, 17 დეკემბერს თბილისში აქციები ჩატარდება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას.

როგორ ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, მის მიერ რეგისტრირებულია, მათ შორის, 3 და 4-წუთიანი აქციები [განცხადებაში აქციის სავარაუდო დროის მითითება სავალდებულოა], ხოლო მისამართები მითითებულია გრძედისა და განედის ფორმატში.

განცხადებაში სავალდებულოა აქციის მიზნის მითითებაც. ზაქარეიშვილის თქმით, მის მიერ დღეს დარეგისტრირებული აქციების ნაწილის მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სხვა შემთხვევებში – სამართლიანი სასამართლო, 2024 წელს აქციაზე გამოყენებული ნივთიერების საქმის ობიექტურად გამოძიება, ევროპულ საგარეო კურსზე დაბრუნება და ა.შ.

“ჩემი მიზანია მიხვდნენ, რომ ამ კანონის აღსრულება შეუძლებელია. ახლაც, 2 საათი მხოლოდ ამ გაფრთხილებებს არეგისტრირებდნენ. ოპერატორმა თქვა, რომ მე ამდენ განცხადებას ვერ ჩავიბარებო და უფროსთან გამიშვა. ამდენი ხანი უფროსს ვეჯექი კაბინეტში. არ აქვთ მაგის რესურსი, რომ ამდენს მოერიონ. ჩემს გარდა კიდევ ათეულობით ადამიანი ჰყავდათ რიგში”, – უთხრა ნეტგაზეთს ზაქარეიშვილმა.

ის აპირებს, რომ ყოველდღე დაარეგისტრიროს შსს-ში გაფრთხილებები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ბელორუსულ კალიუმზე სანქციები მოხსნა
ბათუმის აეროპორტმა ფრენები გადადო, ბათუმში თოვს
ისტორიული ძეგლების დაცვის ჯგუფი თეთრ სახლს ტრამპის საბანკეტო დარბაზის გამო უჩივის
უკრაინამ კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობპლატფორმებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე დარტყმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი