18:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 10:59:27, 1445 ნახვა

კომენტარი
დავით სერგეენკო: პრემიერის რეზიდენციისთვის 3 წლის წინ ნივთების შეძენა მილიონ ნახევარი დაჯდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მთავრობის ადმინისტრაციისათვის ნივთების შესაძენად გამოყოფილი თანხისა და 3 წლის წინ პრემიერის რეზიდენციისთვის ავეჯის შესაძენად დახარჯულ თანხის შედარებას აკეთებს. 

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის წინ განუცხადა, ადმინისტრაციისათვის ნივთების შესაძენად 180 000 ლარია გამოყოფილი, 3 წლის წინ კი, პრემიერის რეზიდენციისთვის იგივე რაოდენობის ნივთების შესაძენად მილიონ ნახევარი დაიხარჯა. 

„რაც შეეხება ნივთების შეძენას, იმისათვის რომ გავერკვიოთ ეს ძვირადღირებულია თუ არა, უნდა გავაკეთოთ შედარება. მოგახსენებთ, რომ ეს ნივთები, რომელიც  180 000 ლარის ღირებულებისაა, განკუთვნილია მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისათვის. შედარებისათვის, მხოლოდ პრემიერის რეზიდენციისატვთს 3 წლის წინ დაახლოებით იგივე რაოდენობის ნივთები დაჯდა მილიონ ნახევარი, ასე რომ შედარება ვფიქრობ რთული არ იქნება“, - აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics