23:07 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 22:14:09, 5826 ნახვა

ომი უკრაინაში
პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს, კრიტიკულად მძიმეა

პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს, მძიმეა. მოქალაქეს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა და რომელიც ახლა მკურნალობას გადის. ინფიცირებულ 67 წლის ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც ვითარებას ამძიმებს. 

„მოგეხსენებათ, ერთი საათის უკან შემოგვიყვანეს პაციენტი, საქართველოს მოქალაქე მარნეულის საავადმყოფოდან. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ეპიდანამნეზი ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს, პაციენტი შევიდა 18 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით, დინამიკაში განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. დადასტურდა, რომ არის „კოვიდით“ ინფიცირებული. შემოყვანისას იყო ჟანგბადის მკვეთრი დეფიციტი, რომელიც ამ ეტაპამდე გრძელდება ჰემოდინამიკის რღვევით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან რატიანმა ასევე დააკონკრეტა, რომ 67 წლის ქალს სხვა თანმდევი დაავადებები აქვს.

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, როგორც ფორმა 100-დან ირკვევა, დაახლოებით 2 კვირის წინ აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, 18 რიცხვში და დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. 

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, დაგვიანებული შემთხვევაა.

მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ამ დროისათვის 86 კონტაქტია დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი დღეს, 22 მარტს, დაუდგინა. ის მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში მკურნალობდა.

„ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ საავადმყოფოში და ახლა დაბრუნდნენ ცენტრში. მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და დგინდება თუ ვისთან ჰქონა კონტაქტი დაინფიცირებულ მოქალაქეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics