18:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 15:16:49, 688 ნახვა

პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დავით საგანელიძე შეხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით,  პრეზიდენტს პარლამენტიდან დეპუტატი დავით საგანელიძე შეხვდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

"უმრავლესობამ მთხოვა და მომცა ის ლეგიტიმაცია,  რომ პრეზიდენტთან  გავმართო კონსულტაციები. აქ საუბარია არა იმაზე,  რომ მე რაიმე კონკრეტული გვარებით მივდივარ,  ან რაიმე კონკრეტულ გვარებს ველოდები პრეზიდენტისგან, არამედ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ფორმატზე, იმ ფორმაზე  და მეთოდეზე, რა მეთოდებით ვიმუშაოთ",-განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციების დაჩქარება მოითხოვა.  კონსულტაციების პროცესის დაჩქარების მიზნით, პრეზიდენტის დავალებით,  პროტოკოლის სამსახური, პარლამენტის აპარატის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics