2018-11-04 19:01:54, 3919 ნახვა
სხვადასხვა
ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე თავშესაფარს დრეზდენში ითხოვს
ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე თავშესაფარს დრეზდენში ითხოვს. ამის შესახებ, ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
უვიზო მიმოსვლის შემდეგ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლტოლვილათ ჩაბარების მიმართვა ორჯერ გაიზარდა. მიმართვების ყველაზე დიდი ნაწილი საქსონიის და ბავარის ხელისუფლებებისადმია.
"დოიჩე ველეს" ცნობით, ლტოლვილის სტატუსს საქათველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად დრეზდენში ითხოვენ.
საქსონიის ხელისუფლების ცნობით, აგვისტოს ბოლოს 500-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ თავშეაფარი ითხოვა. აქედან 90 პროცენტს უარი ეთქვა თავშესაფარის მიცემაზე და მოხდა მათი საქართველოში დეპორტაცია.
მიუხედავად ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
ავტორი: ,