13:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 12:51:10, 1634 ნახვა

სამხედრო
მშვიდობისმყოფელის დღე „არმიჰოლში“ აღინიშნა

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „არმიჰოლში“ შეკრებილ საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელს, ავღანეთის მისიაში ორჯერ მყოფ კაპიტან ზოია კურტანიძეს ქართველი მხატვრის, ნიკო ცეცხლაძის ნახატი - „სიმამაცე“ საჩუქრად გადასცა. ნახატი „მხატვრები მშვიდობისათვის“ პროექტის ფარგლებშია შესრულებული და მასზე მხატვარს, სწორედ ქართველი ოფიცერი ქალი, კაპიტანი ზოია კურტანიძე ჰყავს ასახული, როგორც სიძლიერისა და სიმამაცის სიმბოლო.

„არმიჰოლში“ საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ქალ მშვიდობისმყოფელებს ბათუმის მერიის მიერ გამოგზავნილი ყვავილები გადაეცათ.

31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics