00:20 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 12:03:48, 1510 ნახვა

სამხედრო
თიანეთის სკოლაში კადეტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ. ლიცეუმის ხელმძღვანელებმა და კადეტებმა მორიგი შეხვედრა დაბა თიანეთის N 1 საჯარო სკოლაში გამართეს და მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

სასწავლო დარგში ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, მაია გაბუნიამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კადეტებმა კი მათ ლიცეუმის ისტორია, ამოცანა, მიღების კრიტერიუმები, სასწავლო პროცესი და იქ არსებული გარემო გააცნეს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულებისას გახდება ცნობილი.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კადეტები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. სასწავლო წლის დასრულებამდე საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება ქვემო ქართლის რამდენიმე სკოლაში იგეგმება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics