2015-04-15 10:54:41, 396 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრში", 18 აპრილს, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „ენმედიცის“ ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს აკად. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის 4 ენდოკრინოლოგის და საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის კარდიოლოგის, რევმატოლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. ასევე ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა.
აქცია, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან