02:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 11:57:00, 1159 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიაში AirAsia-ს გაუჩინარებული ლაინერის მეორე „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს

ინდონეზიაში, მკვლევარებმა AirAsia-ს გაუჩინარებული ლაინერის მეორე „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს.

„ბი ბი სი“-ს ცნობით, მეორე „შავი ყუთი“ იავანის ზღვაში ჩაძირული თვითმფრინავის ფრაგმენტების ქვეშ, 30 მეტრის სიღრმეზეა და მაშველები მის ამოღებას ამ დრომდე ცდილობენ.  

არსებული ინფორმაციით, ორივე „შავ ყუთს“  ლაინერ „AirAsia“-ს ჩაძირული კუდიდან 3,5 კილომეტრში მიაგნეს. რამოდენიმე საათის წინ, მაშველებმა პირველი „შავი ყუთი“ უკვე ამოიღეს და მისი შესწავლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ინდონეზიის ქალაქ სურაბაიადან სინგაპურის მიმართულებით მფრინავი AirAsia-ს თვითმფრინავი 28 დეკემბერს გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 155 – მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. რეისი Airbus 320-200 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა. AirAsia-ს ბორტმა, ჯაკარტას საჰაერო სივრცის საკონტროლო პუნქტთან კავშირი, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათსა და 17 წუთზე დაკარგა.

პილოტმა საკონტროლო პუნქტთან უკანასკნელი კავშირისას რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მარშრუტის შეცვლა ითხოვა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა.

გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics