2015-03-21 17:12:19, 489 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღესასწაულს - ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
„ძვირფასო ჟურნალისტებო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ქართული ჟურნალისტიკის დღეს. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უდიდესი როლის გამო თქვენ სამართლიანად გიწოდეს ‘მეოთხე ხელისუფლება’. გისურვებთ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში, რაც თითოეული ჩვენგანის წარმატებაცაა - მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია და თქვენი პროფესიონალიზმი ხომ უმთავრესი საზომია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერებისა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან