16:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 17:15:55, 1104 ნახვა

კომენტარი
ნარმანია: საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.

"დამკვეთი არის მისი უზენაესობა ამომრჩეველი და ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ  „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა ნარმანიამ.

მერის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.

 „ასე რომ, მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics