16:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 15:26:43, 1045 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ცაგარეიშვილი: რა ამპლუაშიც არ უნდა მოვევლინო საზოგადოებას, ყოველთვის ჩემი ქვეყნის მსახური ვიქნები

სადაც არ უნდა ვიყო, რა ამპლუაშიც არ უნდა მოვევლინო საზოგადოებას, ყოველთვის ჩემი ქვეყნის მსახური ვიქნები, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილმა წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, "პოლიტიკოსის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს".

"მე ვიღებ დღეს გადაწყვეტილებას დავტოვო "თავისუფალი დემოკრატების" რიგები. ერთი რამ იცოდეთ, სადაც არ უნდა ვიყო, რა ამპლუაშიც არ უნდა მოვევლინო საზოგადოებას, ყოცელთვის ჩემი ქვეყნის მსახური ვიქნები. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. მინდა წარმატება ვუსურვო "თავისუფალ დემოკრატებს". დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული მომავალი მათთან და სხვა აქტიურ ადამიანებთან ერთად აუცილებლად დადგება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
7 წელი მე ვიბრძოლე "თავისუფალ დემოკრატებში" და პარტიისთვის. მეც და ჩემმა მეგობრებმაც უდიდესი ძალისხმევა გავიღეთ და ვიბრძოდით იმისთვის, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს მოგვეპოვებინა გამარჯვება, არა მხოლოდ პარტიისთვის არამედ ჩვენი სამშობლოსთვის, თუმცა ჩვენმა ამომრჩეველმა სხვანაირად განსაჯა და საპარლამენტო მანდატი არ მოგვანიჭა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილებას, რომლის წინაშეც ყველა პოლიტიკოსი დგება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics