13:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 17:55:43, 1477 ნახვა

მსოფლიო
ოლანდი: ნიცაში მომხდარ ტერაქტის დროს დაშავებული 50 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებული 50 ადამიანის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა  განაცხადა.

მან ნიცაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფო მოინახულა, სადაც ამ დრომდე უამრავი დაშავებული იმყოფება.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამართალდამცველებმა, ნიცაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლებელი ზომა მიიღეს.

ცნობისთვის, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. იგი ათეულობით ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, ათობით ადამიანი დაშავდა, მათგან 18 კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აღნიშნული ტრაგედიის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი სამი თვით გაახანგრძლივა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics