2016-07-11 11:19:34, 1421 ნახვა
მსოფლიო
„ევრო 2016“-ის ფინალის შემდეგ, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა
პარიზში „ევრო 2016“-ის ფინალური მატჩის შემდეგ, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პარიზის ცენტრში, ასევე სტად-დე-ფრანსთან, სადაც მატჩი გაიმართა, არეულობის დროს სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო,რაც პოლიციამ გულშემატკივართა ნაწილი ეიფელის კოშკთან მდებარე ფან-ზონაში არ შეუშვა. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გულშემატკივართა მაქსიმალური რაოდენობა - 90 ათასი უკვე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ფინალურ მატჩში საფრანგეთი დაამარცხეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან