2016-07-02 00:16:19, 1302 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშის დედაქალაქში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში შეიარაღებულმა პირებმა კაფეში მძევლები აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ამჟამად პოლიცია თავდამსხმელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კაფეზე თავდასხმის დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხუთი კი დაშავდა.
შეიარაღებულ პირებს მძევლად 20-და 60-მდე ადამიანი ჰყავთ აყვანილი. მათ შორის, სავარაუდოდ არიან უცხოელები.
ინციდენტი დაკას პრესტიჟულ რაიონ გულშანში, დიპლომატიური წარმომადგენლობების მახლობლად მდებარე კაფეში მოხდა.
როგორც "ბი-ბი-სი" თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმისას ისმოდა შეძახილები არაბულ ენაზე “ალაჰუ აკბარ”.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან