21:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:59:41, 852 ნახვა

რეგიონი
ბათუმისა და ნიკოლაევის პორტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის მთავრობის დელეგაციამ ბათუმის პორტსა და ნიკოლაევის პორტს „ნიკა-ტერას" შორის ბიზნეს ფორუმის „ნიკოლაევი-ბათუმი 2016" ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება ტვირთნაკადების პოპულარიზაცია იქნება.

„ეს შეხვედრა მხოლოდ დასაწყისია. მხარეები ორ პორტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს სწავლობენ. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაიზარდოს. ამ მიმართულებით ყველა ქვეყანას საკუთარი სპეციფიური გამოცდილება გააჩნია და მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. ბათუმის პორტის ხელმძღვანელობამ უკვე მიგვიწვია სტუმრად" - განაცხადა „ნიკა-ტერას" წარმომადგენელმა ალექსანდრ გაიდუმ.

ამასთან,  უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიხელ უკლებას განცხადებით, ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობებს ამყარებს, არამედ ახალი ბიზნეს-კონტაქტების შეძენას უწყობს ხელს კონკრეტულ რეგიონებსა და ბიზნესმენებს შორის.

 „ნიკა-ტერა" ძალიან საინტერესეო კომპანიაა. ის თანამედროვე ტერმინალს წარმოადგენს," - აღნიშნა  მიხეილ უკლებამ.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის დელეგაციამ არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით საზღვაო ტერმინალი „ნიკა-ტერა" მოინახულა და მუშაობის სპეციფიკას დეტალურად გაეცნო, ასევე მოინახულა რეგიონიოს უდიდესი საინვესტიციო პროექტები.

როგორც ხაბაძემ აღნიშნა, „ნიკა-ტერა“ საკმაოდ წარმატებული და სწრაფი ტემპით განვითარებადი ტერმინალია.

"ნიკა-ტერა" საკმაოდ წარმატებული და სწრაფი ტემპით განვითარებადი ტერმინალია. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი პროგრესული კომპანიაა. კერძო პორტი უკეთ მუშაობს, უკეთ იმართება და ინფრასტრუქტურაც უკეთ არის განვითარებული, ბიზნეს-პროცესები გამარტივებულია. კერძო პორტი ასევე მეტადაა ორიენტირებული კლიენტზე. ვფიქრობ, რომ უკრაინაში სახელმწიფო პორტების პრივატიზება ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან „ნიკა-ტერას" მსგავსი კომპანიები მზად არის მოიზიდოს გრძელვადიანი რესურსები, განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები და პროგრამები" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

"ქვეყანაში პორტის ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე მეტად მაქსიმალური კონკურენციაა საჭირო და სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩართულობა. ასე განვითარდა სინგაპურისა და როტერდამის პორტები. ბათუმის პორტი ძალიან წარმატებულად იზიდავს ახალ კლიენტებს" - განაცხადა ალექსანდრ გაიდუმ.

ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ „ნიკა-ტერა"Group DF-ის შვილობილი კომპანიაა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics