22:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 18:26:22, 778 ნახვა

სხვადასხვა
კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) ერთობლივი განცხადების განხილვა შეწყვიტა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

შპს „კავკასუს ონლაინი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომთან“ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომპანია საცალო და კორპორატიული მომსახურებების გასაწევად საჭირო აქტივების ან/და წილის გასხვისების თაობაზე ყველა სხვა მხარესთან, მათ შორის, შპს „მობიტელთან, („ბილაინი“)“ წყვეტს მოლაპარაკებებს, შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ აღარ საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას შპს „მობიტელთან“, („ბილაინი“) შესაძლო გარიგებაზე თანხმობის მისაღებად.

შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომთან“ ნასყიდობის ხელსეკრულება 2016 წლის 30 მაისამდე გაფორმდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა ჯერ კიდევ 2015 წლის 19 ნოემბერს მისცა. კომისიამ შპს „მაგთიკომის“  მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება არ იქონიებს გავლენას მობილური საკომუნიკაციო, მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics