23:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-09 14:54:41, 755 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე: საჭიროა მკაფიო რეაქცია მსოფლიოსგან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სგან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა მკაფიო რეაქცია მსოფლიოსგან, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისგან, რომლის სიგნალებსაც რუსეთი ყურადღებას აქცევს.

„რუსეთმა უნდა მიიღოს სიგნალები, რომ მისი ვალდებულებაა დიპლომატიაზე ფოკუსირება და ყოველ ჯერზე, როდესაც ის კვლავ მკვლელობებსა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გაამახვილებს ყურადღებას, უნდა იგრძნოს შედეგები“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ, ჯამში, 242 დრონი, 13 ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ასევე 22 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.

„ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების გარდა, რუსულმა დრონმა კატარის საელჩოს შენობა დააზიანა - კატარი, სახელმწიფო, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს რუსეთთან შუამავლობისთვის, რათა უზრუნველყოს რუსეთის ციხეებში მყოფი ომის ტყვეების და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი დარტყმა კიდევ ერთი შეხსენებაა უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია.

„დღევანდელი დარტყმა ასევე ძალიან ხმამაღალი შეხსენებაა ჩვენი ყველა პარტნიორისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს მიწოდების, წარმოების ან შეთანხმებების მიღწევის პროცესში“, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics