2025-06-10 18:30:54, 1112 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ EU-ს მე-18 სანქციების პაკეტი ენერგოსექტორსა და ბანკებს შეეხება
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 ივნისს განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის სფეროდან მოსკოვის შემოსავლებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის Nord Stream-ის მილსადენთან მიმართებით გადარიცხვებისა და სანქციებისგან თავის არიდებაში ჩართული ბანკების აკრძალვასაც მოიცავს. ამასთანავე, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ "დიდი შვიდეულის" მიერ დაწესებული ზღვარი რუსულ ნედლ ნავთობზე ბარელზე $60-დან ბარელზე $45-მდე შემცირდეს.
"რუსეთი მიზანი მშვიდობა არ არის, არამედ ძლიერის მმართველობის დამყარებაა... ძალა ერთადერთი ენაა, რომელსაც რუსეთი გაიგებს," - თქვა ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,