13:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 11:37:24, 746 ნახვა

ეკონომიკა
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემოარნდუმი გაფორმდა

29 მაისს, ქ. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კომპანია PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური სპონსორობის ფარგლებში, კომპანია PSP საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ წლის მანძილზე საჭირო მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფს.

მემორანდმუმს ხელი მოაწერეს PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ.

“PSP-სა და „ტორპედოს“ შორის ურთიერთანამშრომლობა შარშან დავიწყეთ და წელსაც ვაგრძელებთ კლუბის მედიკამენტებით და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფას. ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება, PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. როგორც  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, PSP 30 წლის მანძილზე, არაერთი სპორტის სახეობისა და კლუბის მხარდაჭერია. ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. წარმატებებს ვუსურვებთ კლუბ „ტორპედოს“, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

„პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ერთგული პარტნიორი “პსპ”-ს მიმართ, რასაც კლუბში თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. სასიამოვნოა ისეთ მძლავრ ფარმაცეპტულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც წლებია წარმატებულად ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმებით უკვე 2 წელს ჩაითვლის ჩვენი პარტნიორობა, რაც გვაძლევს საფუძველს მომავალში უფრო მჭიდრო და ფუნდამეტური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ ერთად, წინ ბევრი წარმატება გველის“- განაცხადა დავით დოლაბერიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics