23:11 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 17:52:00, 502 ნახვა

ომი უკრაინაში
სტანო - თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ესკალაციის კიდევ ერთი ნიშანი იქნება

თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.

სტანოს თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშები იმის ნიშანია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეესკალაციას არ ცდილობს.

„თუ რუსეთის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ცნობები დადასტურდება, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და ესკალაციის აშკარა ნიშანი იქნება“, - განაცხადა  სტანომ.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics